რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა საბა საზონოვმა.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 სექტემბერს სტამბულში თურქეთთან გამართავს.
კუვილია. "ხოსე სანტოს პინტო"
პორტუგალია - საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (15), 2:0 სამუელ კოსტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუხო (62), 4:1 სოუსა (76)
საქართველო (სასტარტო): მეგრელიშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, ხარაბაძე, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გაგუა, კაპანაძე, ოსიყმაშვილი, გელაშვილი, კვერნაძე, ნ. ხორხელი