"ნაპოლიმ" კვარაცხელიას რეკლამაში ჩართვა გააპროტესტა? - როგორ იმოქმედებს "კოკა კოლა"?

AutoSharing Option
კარგად მოგეხსენებათ, რომ 21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. "კოკა-კოლა" ეროვნული ნაკრებისა და ხსენებული ტურნირის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა. თუმცა, ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშავონ, რის გამოც კონფლიქტები არაერთხელ გვინახავს.

Goal.ge-ს თანახმად, "ნაპოლიმ" პროტესტი უკვე გამოთქვა, რის გამოც შესაძლოა, "კოკა კოლას" ბოთლები კვარაცხელიას
გამოსახულებით ვეღარ ვიხილოთ.

შეგახსენეთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება, ჯგუფში კი ბელგიელები და ნიდერლანდელებიც არიან.

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

alt 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი და ლოკაცია გადანაწილდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
კოკა-კოლას, პეპსის, სხვა ტკბილი და ენერგეტიკული სასმელების რეკლამა სპოტრსმენისთვის, არ არის სწორი. ტყუილად არ გაუწევია საჯაროდ კრიშტიანუ რონალდუს კოკა-კოლას ჭიქა გვერდით.
ჯარჯი
19:22 16-05-2023
16
თვითონ სასაცილო ხელფასს უხდიან და ფეხბურთელებს,ნაკრების სახელით რეკლამაში მონაწილეობასაც უკრძალავენ?!იქით აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ ვიყიდი,თუ ნაკრებში თამაშზე უარს არ იტყვიანო...!ერთი სიტყვით,დე ლავრენტისმა ბრჭყალები გამოაჩინა!რა ვიცი,ისე არ მოხდეს,რომ მომავალ სეზონში,ხვიჩა,ოსიმენი და ანგისა ვეღარ ნახოს,თავის გუნდში!
სოსო
18:15 16-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული