შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩინებულად დაიწყო, მიყოლებით დაამარცხა კვიპროსი, ესპანეთი, ნორვეგია და A ჯგუფშიც ერთპიროვნულად გალიდერდა.
ბრწყინვალე გამოსვლის მიუხედავად, ადგილობრივი მედია ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ ეიფორიაში არ ჩავარდნენ და საქართველოსთან სათამაშოდ მაქსიმალურად კონცენტრირებული გამოვიდნენ. ამ აზრს იზიარებს "სკოტების" ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, სტივ კლარკიც.
"ნორვეგიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე გასვლას ძალიან მიუახლოვდა. მიუხედავად ოსლოში მოპოვებული 3 ქულისა, ყველაფერი ჯერ კიდევ შორსაა და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
სამშაბათს საღამოს, საქართველოსთან მატჩში, რომელსაც ასევე მშვენიერი შედეგი აქვს, ყველაფერი ჩვენი გეგმით
უნდა განვახორციელოთ. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და სხვა ახალგაზრდა ტალანტები. აღმოსავლელები გამოიყურებიან ისე, როგორც ტურნირზე გამსვლელობის ჩუმი ფავორიტები (Dark horse, underdog). აღმოსავლელებს მასპინძლების შოკში ჩაგდება შეუძლიათ და კლარკმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გლაზგოში მატჩს 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.
მომზადებულია glasgowlive-ის მიხედვით
მამარდაშვილი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე რომელს არ უთამაშია ერთად? რომ დავწერე აუვცილებლად ახალგაზდუზე უნდა იყოს მთელი რესურსი გადატანილიმეთქი არავის მოგეწონათ და თურმე ფედეარციაშიც ასე ფიქრობენ. ასეთი შანცი ევროპაზე და ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსიც ვინ იცის როდისმე კიდევ გვექნება? კიდევ იმით არის კარგი სატურნირო გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები და მერე პლეი ოფიდან იმედია გავალთ ევროპაზე, რაც ძალიან წაადგებათ ეს სატურნირო გამოცდილება იქნება.
ეს ბიჭები ხვიჩას და ჟორჟის გარეშეც არაფერს არ დაუთმობენ პორტუგალიას,
+საშინაო კედლები და გამხნევება