შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩინებულად დაიწყო, მიყოლებით დაამარცხა კვიპროსი, ესპანეთი, ნორვეგია და A ჯგუფშიც ერთპიროვნულად გალიდერდა.
ბრწყინვალე გამოსვლის მიუხედავად, ადგილობრივი მედია ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ ეიფორიაში არ ჩავარდნენ და საქართველოსთან სათამაშოდ მაქსიმალურად კონცენტრირებული გამოვიდნენ. ამ აზრს იზიარებს "სკოტების" ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, სტივ კლარკიც.
"ნორვეგიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე გასვლას ძალიან მიუახლოვდა. მიუხედავად ოსლოში მოპოვებული 3 ქულისა, ყველაფერი ჯერ კიდევ შორსაა და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
სამშაბათს საღამოს, საქართველოსთან მატჩში, რომელსაც ასევე მშვენიერი შედეგი აქვს, ყველაფერი ჩვენი გეგმით
უნდა განვახორციელოთ. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და სხვა ახალგაზრდა ტალანტები. აღმოსავლელები გამოიყურებიან ისე, როგორც ტურნირზე გამსვლელობის ჩუმი ფავორიტები (Dark horse, underdog). აღმოსავლელებს მასპინძლების შოკში ჩაგდება შეუძლიათ და კლარკმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გლაზგოში მატჩს 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.
მომზადებულია glasgowlive-ის მიხედვით
გოჩოლიანი
კაშიანცი
კვერკველიანი
აზარიანი
გაგნოიანი
კიეტელიანცი
ჩაკვეიანი
ზურიკიეიანი
კვარაცხელიანი
ჟორჟ მიკელიანი
4.3.3 ტაქტიკა ცავატენემ გენაცვალე
ჩაკვეიანი კიტეიანი და გაგნოიანი ცენტრში!ჩაკვე ცენტრში ბურთს დაიჭერს დაბრდღვნის
პ.ს. მაგრამ არის რისკიც. თუ პირველმა ნაკრებმა წააგო, ამას შეიძლება მოყვეს წაგების ჯაჭვი. თუმცა ვინც არ რისკავს, ის ტკეპნის ერთ ადგილს. ამიტომ მაინც გამართლებული გადაწყვეტილებაა.