ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.
ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)
თორემ ებრაელები და აქაური გადამყოდველები გვაჯობებენ და ..... ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოგვიწ3ვს თამაში
უდიდესი ზეწოლა მეტოქეზე მაყურებლების მხრიდან!!!!!!
გუნდი ისრაელის ლიგის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, 50 000 წინაშე არ უთამაშიათ.
ვაგრძნობინოთ ძმებო რა ძალა აქვს ერთობას და 12-ე მოთამაშეს!
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და ტოლ-სწორად უნდა ვითამაშოთ მათთან, ვინაიდან მათთან უფრო ადვილად გამოგვივა თამაში, ვიდრე ნიდერლანდებთან ან ბელგიასთან, ამ ერთნაირი სტილის გუნდებთან გვქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ფეხბურთში მოდუნება არ შეიძლება!
რომ სწორი დასკვნები გამოიტანონ ჩვენებმა. სამწუხაროდ სუფთად მოგვიგეს თუმცა ეს ჩვენი შანსია რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ!!!
მოდუნება არ გვმართებს და ბურთის კონტროლი და სწორი გადაცემებია ჩვენი აქილევსის ქუსლი და ეს კომპონენტი გამოსასწორებელია