"კვარას" მძიმე ხვედრი - კონტრაქტის გაგრძელება არ უნდა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
„ემპოლისთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი და როგორც მედია განმარტავს, ამის მიზეზი მისდამი მსაჯების დამოკიდებულებაა, რომლებიც ქართველის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ.

ყოფილმა არბიტრმა ლუკა მარელიმ DAZN-თან თქვა, რომ ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, განსაკუთრებულად მეურვეობენ, თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ და ასეთია ვარსკვლავების ხვედრი. ჟურნალისტი ენრიკო ფედელე აცხადებს, რომ კვარაცხელია გოლის აღნიშვნის დროსაც არაა ბედნიერი და გოლები უფრო მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უხარია.

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ რადიო Mars-ის ეთერში „კვარას“ კონტრაქტის შესაძლო განახლების თაობაზე
გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი აზრით, ქართველი სულაც არაა იმედგაცრუებული, თამაშზე სრულადაა კონცენტრირებული, ის და აგენტი კარგად ერკვევიან ხელშეკრულების გაგრძელების სიტუაციაში, ხვიჩას უკეთესს პირობებს პსჟ სთავაზობდა, მსგავს ხელფასს „ნაპოლი“ ვერ გადაუხდის, მხარეები თავიანთ ინტერესებს იცავენ, ფეხბურთელს თანამშრომლობის გახანგრძლივების განსაკუთრებული სურვილი არ გააჩნია და შეიძლება 2025 წელს ნეაპოლური კლუბი დატოვოს.

Area Napoli წერს, რომ კვარაცხელია გუშინ გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, კონტე სრულ თავისუფლებას ანიჭებს, არაპროგნოზირებისათვის მოქმედებს სხვადასხვა პოზიციაზე, მცველებმა ლამის გალახეს, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ, იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა გამო მიდის გულშემატკივარი სტადიონზე, რამეთუ სანახაობას სთავაზობს, ყოველ შეხვედრაში ტრავმის მიღების რისკის წინაშეა და აუცილებლად დაცვას საჭიროებს.

იტალიაში, თუ არ ჩავთვლით ნეაპოლურ გამოცემებს, კვარაცხელიას ნიჭს ყველაზე მეტად რომაული „კორიერე დელო სპორტი“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსაჯის, ჯანლუკა მანგანიელოს თვალწინ „ნაპოლის“ გარემარბზე ნადირობდნენ, მსხვერპლი ბუნებრივია ნერვიულობდა, რასაც გამოხატავდა, ის 80-იანი წლების ტალანტებს მოგვაგონებს და სერია A-ში ახლა მსგავსი ფენომენი არ მოიძიება.

Sky Sport-ის მიმომხილველი მასიმო უგოლინი იტყობინება, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი დღეს „ნაპოლის“ წარმომადგენელს ესაუბრა, კლუბმა სეზონურ გასამრჯელოდ ხვიჩას 6 მილიონი ევრო ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა და მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება.

alt"ქართველი ვარსკვლავი" - სერია "ა"-ს გამოხმაურება - კვარაცხელიას მეტი თამაშის წყურვილი აქვს!..

მკითხველის კომენტარები / 19 /
მოკლედ შესაძლოა კვარა ეხლა იდეალურ პოზიციაშიც იმყოფებოდეს, ალბად ჭკვიანური იქნება კონტრაქტს თუ ატ გაახანგრძლივებს და ამ ზესონსახ აიტანს დამლაგებლის ხელფასზე, 2024 წელი იწყება მალე თუ სერია ა_ს წელსაც მოიგებენ ან ვიცე ჩემპიონები გახდებიან კვარას ხელში აღმოჩნდება ჯოკერი და თუ სეზონის ბოლოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც არ გაყიდის ნაპოლი და ის ბებერი მელა 2025_ში შეუძლია ნაპოლო გახიშტოს რაც ნაკლებ სავარაუდოა იმიტომ რომ ამხელა თანხის დაკარგვა არავის არ მოუნდება კვარა უფასოდ გაშვება იდიოტიზმის პიკი იქნება ასე რო ულტიმატუმებს თვითონ წაუყენებს იმ ბებერ ნ...ზარ ლაურენტისს. ასე რომ მოთმინება ეხლა უფრო ჭკვიანური იქნება თუ უნდა რომ ამ წუმპიდან დააღწიოს თავი კონტეს როცა უნდა მაშინ წავა და კვარა ვერა და მწრტენსივით ჰამშიკივით და კიდრვ ბევრივით ჩარჩება ჭაობში სამწუხაროდ აშკარაა რო პირველი წლოს ენთუზიაზმი აღარ იგრძნობა მასაი და გასაგებია ყველაფერი მას ვერ დავადანაშაულებთ ამ ქმედებაში, გულშემატკივრის რჩევაა მოითმინე ეს წელიც და არ გაახანგრძლივო კონტრაქტი!
1
მონცასთან მატჩში
ნწ ნწ ნწ
18:20 01-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული