ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.
წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.
პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.
ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".
კვარაზე ბევრი დაიწერა .. ჩემი სუბიექტური აზრით კვარასაც და ჟორჟასაც 100 % ით უნდა მიეღო მონაწილეობა , ეთქვათ რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ითამაშებდნენ ან რამე ეგეთი ... ყოველშემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან დროს მე არ მივდივარ სამოგზაუროთ და სატადიონზე ვრჩები რა უაზრობა გააკეთეს... და კიდე რა უაზრო კომენტარები გააკეთეს რა დაიღალეთ ხალხო ხმა არა გვაქვს ნახევარ საქართველოს თქვენ რა გღლით ??!!!