19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ელიტრაუნდის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ იტალიასთან 0:5 დამარცხდა და ძირითად ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მანცანო. "გვიდო ტეგილი"
იტალია - საქართველო 5:0
გოლები: 1:0 პაფუნდი (4, პენ), 2:0 პალესტრა (22), 3:0 ზეროლი (32), 4:0 სია (67), 5:0 მაჯიო (80)

alt19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ მოახერხეს?.. ევროპაზე გასვლით თვით ხიბლში ნუ გაეხვევით. გახსოვდეთ ჩვენ ამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევიდან ისე გამოვარდით, რომ 1% შანსიც არ გვქონდა გასასვლელად და რომ არა "ერთა ლიგა" დღეს საზეიმო არაფერი გვექნებოდა. სხვა თაობების ნაკრები გუნდები უფრო ძლიერები გვყავდა და "ერთა ლიგის პრინციპი" რომ ყოფილიყო მაშინ, ბევრჯერ ისე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე, რომ პენლების სერიაც არ დაგვჭირდებოდა. მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, ეს არის ხვალინდელი წარმატების საწინდარი და მკაცრად მოთხოვეთ მწვრთნელთა შტაბებს, აზრზე მოვიდნენ და პროფესიონალად იაზროვნონ, თუ არა და აღარ მიაკაროთ ასაკობრივი ნაკრებ გუნდებს. ეს უკვე კატასწროფაა, 19-წლამდე 0:5; 17-წლამდე 0:7;
ავაზა
28 მარტი 2024 19:02
2
ბავშვებს მიხედეთ ბევრი ნიჭიერი იკარგება იმის გამო,რომ მშობელი გადასახადს ვერ უხდის და შეკრებებზე ვერ მიდის.არა ისინი მართლაც ძალიან ბევრია.
თემური
27 მარტი 2024 03:30
0
ეგენი გიბრალტარის დალიხტენშტეინის გუნდებს თუ მოუგებენ
ალეკსანდრე
26 მარტი 2024 22:02
4
ფეხბურთი არის ღარიბების სპორტ, ამიტომ უფასო გახადეთ ბავშვებისთვის სპორტსკოლები, მწვრთნელებს ფედერაციამ დაუნიშნოს მაღალი ხელფასები და ნახავთ მაგარი ფეხბურთელების ვარსკვლავთცვენას
მალხაზ ჯობავა
26 მარტი 2024 19:49
0
მაღალი ხელფასი:
- მაინც /დაახლოებით რამდენი ?
- ყველა მწრთვნელს (და) ერთნაირად ?
- მწვრთნელის დამსახურება როგორ უნდა განისაზღვროს, (მისი) გუნდის მიღწევებით , თუ იმით რამდენი ფეხბურთელი ითამაშებს მაღალ დონეზე და ა.შ.
- კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი მოედნის ნორმალური საფარით
და
საყოფაცხოვრებო პირობებით ვინ უნდა უზრუნველყოს ?
ბავშვები წესიერად ვერ იკვებებიან და ვერც ისვენებენ (აღდგენა) !
ყველას ერთნაირად , თუ ...
26 მარტი 2024 21:39
0
სანამ 100 დოლარი ეღირება ვარჯიში ფუტბოლზე დაივიწყეთ მომავალი თაობა
suxumchanin
26 მარტი 2024 20:21
0
მხარი აუბეს 17-იანებს! აბა ისე ხომ არ დატოვებდნენ!
მწვრთნელი
26 მარტი 2024 19:42
1
ამათ იტალიასთან,17 წლამდელები დანიასთან,მშრალად განადგურდნენ.სამომავლოდ,ალბათ კიდევ უფრი გაგვიჭირდება,რადგან ქვეყანაში,სულ უფრო ცოტა ბავშვი იბადება და ასარჩევი კონტინგენტი,სულ უფრო მწირი გახდება.თუ ემიგრაცია არ დასრულდა და უკუპროცესი არ დაიწყო,ჩვენი საშველი არ არის.საამისოდ კი,დემოგრაფიული პოლიტიკის შეცვლა და ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის, ღირსეული სამსახურის და ღირსეული ანაზღაურების სამუშაო ადგილების რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზარდა,ახალგაზრდობა უკან მობრუნებას აღარ იფიქრებს.
სოსო
26 მარტი 2024 19:32
0
შენ გენაცვალე სიმართლეში..და ერთსაც დავამატებ..მხოლოდ სპორტს და ფეხბურთს კი არა..ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება თუ ემიგრაციაში საწვლოს შემცირება კი არა ემიგრანტები თუ ვერ დავაბრუნეთ..ყველა სფეროში კადრების და ადამიანების დეფიციტია..ფაქტიურად მაგ თვალსაზრისით..ბევრი სოფელი..გამსაკუთრებით მთაში..სულ ღაფავს..ეს პრობლემა კი არა..ტრაგედიაა..ამ ნაკრებების წარუმატებლობა სხვა ბევრ მიზეზთა გამოა..იმედია დღეს მოვიგებთ მთავარ ომს..გამარჯვება მთავარ ნაკრებს ..დიდება საქართველოს.
კიეზა
26 მარტი 2024 19:55
0

სიახლეები პოპულარული