ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ჯოვინო ფლამარიონის ჰეთ-თრიკით (ერთი გოლი პენალტით გაიტანა) 3:0 დაამარცხა "ცხინვალი" და ლიდერ "ვიტ ჯორჯიას" ფეხდაფეხ მისდევს.
"მერანი" მარტვილში 0:1-ს აგებდა "ნორჩ დინამოსთან" (ანგარიში 72-ე წუთზე იაგო დეისაძემ გახსნა), მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-10 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვანო კურდღელაშვილმა ქულა მოუპოვა თავის გუნდს.
"თელავმა" შინ 5:2 სძლია "სამგურალს", ხოლო "გაგრამ" 4:1 "შუქურას".