ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

RUSSIA IS OCCUPANT - "შევარდენი" ეროვნული ლიგის მატჩზე სპეციალური მაისურებით გამოვა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "შევარდენი" ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა.

კერძოდ კი, მაისურებზე იქნება ინგლისური წარწერა: "რუსეთი ოკუპანტია". ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.

"შევარდენი" დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრას სტუმრად "ნორჩ დინამოსთან" თბილისში, "შატილის" სტადიონზე ჩაატარებს. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის "შევარდენი" 24 ქულით მე-7 ადგილზეა.