"საფეხბურთო კლუბი “შევარდენი 1906” კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების კომიტეტის გადაწყვეტილებას, გუნდისა და მისი ფეხბურთელების სანქცირებასა და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ამიტომ გამოიყენებს თავის უფლებას, დაიცვას კლუბისა და მოთამაშეების სამართლებრივი ინტერესები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, უეფასგან მოსული ანგარიში (რაპორტი) არ იძლევა გუნდის ან მოთამაშეების დისკვალიფიცირების უფლებას. 126-ე მუხლის ამ ნაწილს მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და ჩვენთვის გაუგებარია ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის უაპელაციო გადაწყვეტილება,
ტრადიციული და უძველესი საფეხბურთო კლუბი “შევარდენი 1906” იბრძოლებს ყველა ინსტანციაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესაცვლელად!"
შეგახსენებთ, სადისციპლინო კომიტეტი, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.
ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ეროვნული ლიგა 2-დან ლიგა 3-ში დაქვეითდნენ. გარდა ამისა, კლუბებს 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ, 14 ფეხბურთელს კი 6-12 თვით ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა აეკრძალა.
ზაზა ჯანაშია ზუგდიდის "დინამოს" თაღლითური სქემის გამო დასჯას ეხმაურება
თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს