
"საბურთალომ" წელს პირველი ამხანაგური მატჩი "შევარდენი 1906"-თან დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე ჩაატარა და 3:0 დაამარცხა.
გოლები იური ტაბატაძემ, ლევან ნონიკაშვილმა და რაფიქ ამინუმ გაიტანეს.
საბურთალო (პირველი ტაიმი): მეგრელიშვილი, ი. ტაბატაძე, მუდრაკი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, გოჩოლეიშვილი, შ. ნონიკაშვილი, ერისთავი, მანდრიჩენკო, ტერა, თ. ტაბატაძე
საბურთალო (მეორე ტაიმი): მეგრელიშვილი, ჩაჩუა, მუდრაკი (ო. მამაგეიშვილი), ჯინჯოლავა, ოგაგა, ცნობილაძე, მანდრიჩენკო (ფარულავა), ლ. ნონიკაშვილი, ძებნიაური, ამინუ, გულიაშვილი
"საბურთალო" საქართველოში კიდევ 3 მატჩს გამართავს: 24 იანვარს "ლოკომოტივთან", 29 იანვარს "გარეჯთან" და 3 თებერვალს "ვიტ ჯორჯიასთან".