ეროვნული ლიგა 2. XXXIV ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში "შევარდენი 1906" 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 77-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა ალიკო ჩაკვეტაძემ გახსნა, 90-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე "თელავმა" "სამგურალს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა გაბრიელ საღრიშვილმა თენგიზ ბრეგვაძის პასით 73-ე წუთზე გაიტანა.

მარტვილში "მერანმა" "ნორჩ დინამოს" 2:0 სძლია. პირველი გოლი ევგენი ზახარჩენკომ 47-ე წუთზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ცოტნე ფაცაციამ
მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე დააფიქსირა.

გათამაშებას ბათუმის "დინამო" ლიდერობს, რომელმაც ეროვნულ ლიგაში გადასვლა წინა ტურში გაინაღდა, "ვიტ ჯორჯია" კი პლეი-ოფში ითამაშებს.

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0