malatyaguncel.com: "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობაზე დააკავეს

AutoSharing Option
malatyaguncel.com-ის ცნობით, ანტალიას სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ქურდობაზე დააკავეს.

"ცხინვალის "სპარტაკის" ხუთმა ფეხბურთელმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ნივთები მოიპარა, სადაც ისინი ნაქირავები ავტომობილით მივიდნენ.

საქართველოს პირველი ლიგის გუნდი "ცხინვალი" ბელეკში მოსამზადებლად გასულ კვირაში ჩამოვიდა. გუშინ  გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. კონიატის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდნენ.

მაღაზიის დახურვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმელი, შორტები და 9 სხვადასხვა სახის საქონელი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა 17:45 საათზე მოხდა. ისინი
ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ ბრალს წაუყენებენ და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან", - წერს გამოცემა.

Sportall.ge ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას და უახლოესს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით

განახლება:

altრას ამბობს "ცხინვალის" პრესსამსახური თურქეთში ფეხბურთელების შესაძლო დაკავების ფაქტზე

altსაქართველოს საკონსულო თურქეთში: ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა...

altსფფ თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქვეყნის შემარცხვენელი უთავმოყვარეო არარაობები.
ზურა
10:34 22-02-2019
0
ჭ კლასის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდი რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გადის შეკრებას ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ფინანსები იმაზე მეტი აქვთ ვიდრე სჭირდებათ, დაუმატეთ ხელფასები 100-100 ლარით მეტი მიეცით რომ შორტი და მაიკა აღარ მოიპარონ თქვენმა ფეხბურთელებმა, ყველა ასპექტში როგორ შეიძლება თავს გვჭრიდეთ ქართვლებს?!!!! არაა ამათი საშველი...
achma
09:58 22-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0