3 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის 2 მატჩი გაიმართა.
"ცხინვალმა" მუხიანის სპორტულ კომპლექსში 1:0 მოუგო "შევარდენს". გოლი დებიუტში რუმინელმა თავდამსხმელმა ანდრეი ჩოლაკუმ გაიტანა.
"თელავმა" კი საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა "გურია". ანგარიში მე-4 წუთზე პენალტით დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, შემდეგ კი ირალკი რუხაძემ მეორედ დალაშქრა ლანჩხუთელთა კარი. 23-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფორვარდი ირაკლი ბაჯელიძე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. შესვენებამდე რუხაძემ, ხოლო შესვენების შემდეგ ტატანაშვილმა კიდევ თითო-თითო გოლი გაიტანეს და მასპინძლებმა ჩემპიონატის სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.