ფელიპე პაიმი: რასიზმის მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი - ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროებდეს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის "მერანის" 23 წლის ფეხბურთელმა ფელიპე პაიმმა რასისტულ საფუძველზე გამოწვეული პრობლემების თაობაზე ბრაზილიურ amazonasatual.com.br-სთან ისაუბრა. ამან საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და პაიმმა თავისი კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი გააკეთა:

"რასიზმი ზოგადად მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ეს პრობლემატური თემაა.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ისტორია და კულტურა გააჩნია, მე ძალიან შემიყვარდა, ასევე ძალიან ლამაზია მარტვილიც. სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს. მათ შორის, ცუდიც და კარგიც. ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს
ვინმე მავიწროებდეს. ეს ასე არაა, მე ვგრძნობ ყურადღებას მარტვილის "მერანის" ქომაგებისგან. ძალიან შეკრული გუნდია და მეგობრებიც შევიძინე.

რასიზმის ცალკეული გამოვლინება ჩემი მისამართით საქართველოში ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით. მთლიანობაში კი, მინდა ყველამ იცოდეს, არ შეიძლება ადამიანები დაიყონ კანის ფერის ან სარწმუნოების მიხედვით.

ერთი რამ კი ნათელია, საქართველოში ყოფნა რომ არ მსიამოვნებდეს, აქ არც ვიქნებოდი. დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. "მერანი" ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული გუნდია."

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენ ჭიკ-ჭიკს იქნებ კონკრეტულად დაგესახელებინა რა შემთხვევა იყო, რამაც გათქმევინა რომ საქართველოც გამონაკლისი არ არის? ჩვენც ვიცოდეთ, რომ დავგმოთ!
რა მიზეზით?
09 ივლისი 2020 05:29
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0