ბრაზილიელი ლეგიონერის ბრწყინვალე საქციელი ქართულ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების შეხვედრაში ერთმანეთს ქობულეთის "შუქურა" და წყალტუბოს "სამგურალი" დაუპირისპირდნენ და მატჩში თავი ძალიან ღირსეული საქციელით მასპინძელთა ბრაზილიელმა შემტევმა ჯეფინიომ დაგვამახსოვრა.

შეხვედრის 88-ე წუთზე "შუქურა" სწრაფ კონტრშეტევაზე წავიდა. ჯეფინიომ გრძელი პასი მიიღო, წინ დაიძრა, როცა წყალტუბოელთა მცველ ლუკა ასათიანს ფეხის კუნთი გაეჭიმა და ძირს დაეცა.

ჯეფინიომ შეტევის გაგრძელების ნაცვლად, ბურთი მაშინვე აუტში გადააგდო. არადა, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და თან ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო, შეხვედრაში გადაწყვეტილი არაფერი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ბრაზილიელი 8 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა
2-ის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ჯერალდო კარგ შემტევთან ერთად, კარგი ადამიანიც ყოფილა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ კაცმა კი გააკეთა მაგარი რამე,მაგრამ არცერთი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი არ მისულა და მოუწონებიათ საქციელი.სირცხვილია
კახა ქ.
02 ოქტომბერი 2020 17:02
2
რავარც გაიქცა, ეგრევე კუნთი დაეჭიმა. ხომ შეიძლება თამაშამდე ცოტა არბენინონ???
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
02 ოქტომბერი 2020 15:33
7
მაინც ყოველი შემთხვევისთვის თითები დაიზილე,რავი გადაღლილი არ გქონდეს.
ბასტი
03 ოქტომბერი 2020 10:09
0
88-ე წუთზე,სირბილი მოაკლდებოდა?
სოსო
02 ოქტომბერი 2020 19:16
0
ყველა გამოხმაურება
ა კაცი!! ყოჩაღ!!!
გადასარევი გიორგი
02 ოქტომბერი 2020 14:29
1
ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება,ბრავო ჯეფი.
ქობულეთიდან
02 ოქტომბერი 2020 13:52
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0