დემეტრაძე საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონი და სამივე ამ ქვეყნის საუკეთესო მეგოლე იყო. ერთადერთი ქართველი, ვინც ორჯერ გახდა უცხო ქვეყნის ბომბარდირი. 46 წლის ყოფილი ფორვარდი თბილისის "დინამოში", "ცხინვალში", "კახეთში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", მოსკოვის "ლოკომოტივში", კიევის "დინამოში", დონეცკის "მეტალურგში", კიევის "არსენალში", "ფეიენოორდში", "რეალ სოსიედადში", თელ-ავივის "მაკაბსა" და "ბაქოში" თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 55 შეხვედრაში "დემემ" 12 გოლი გაიტანა
რაც შეეხება დემეტრაძის სამენეჯერო საქმიანობას, ის ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი იყო. მოგეხსენებათ, 2011 წელს გიორგის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2013 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
გიორგი დემეტრაძე: უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა - Слава Україні!
"უცებ დემეტრაძემ ხელში დანა აიღო..." - უკრაინელმა ფეხბურთელმა ქართველთან კონფლიქტი გაიხსენა