ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ფოთის "კოლხეთი" "გარეჯს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე სიჭინავამ შორი მანძილიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.

86-ე წუთზე პაპუაშვილმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, ჩემპიონატში მოპოვებული 77 ქულით, "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი კი 76 ქულით "გარეჯმა" დაიკავა.

ცნობისთვის, ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.