"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს.

მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დავით კვირკველიამ დატოვა, რომელიც კლუბში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

კლიმენტი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელია, მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია.

"კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 აპრილს ქობულეთში "სამტრედიას" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ფოთის უმაღლეს ლიგაში ყოფნა და წარმატება მეგრული ფეხბურთის პრესტიჟია,სირცხვული იყო ამდენი ხანი სამეგრელოს გუნდი რომ არ ყავდა უმაღლეს ლიგაში,ჩემპიონობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია მარა ამის ამბიცია მეგრელებს ნამდვილად უნდა ქონოდათ მარა არ ვიცი რატომ არ იყო მოქმედება აქეთკენ მიმართული...
სოსო
15:54 23-04-2024
1
კობა, გაიპარსე!!!
ვაჟა
13:31 23-04-2024
0

სიახლეები პოპულარული