ჩიხურა-დინამო(ბთ) 2:1 - გამარჯვება კურიოზული გოლით

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ივანწმინდაში ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა სტუმრებს 25-ე წუთზე შეეძლოთ, როცა თემურ ჩოგაძისა და ნიკა კვანტალიანის სწრაფი შეტევის შემდეგ კარის წინ ელგუჯა გრიგალაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ ბურთს ფეხი ვერ დაარტყა.

ბათუმელებმა კარის აღება მაინც მოახერხეს და ამჯერად გრიგალაშვილი მომენტის გმირი გახლდათ. მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, უკუგდებული კი კარში ნიკა კვანტალიანმა გაგზავნა - 0:1.

სტუმრებმა ნორმალურად გახარება ვერც მოასწრეს, რომ ბურთი უკვე მათ კარში აღმოჩნდა: 28-ე წუთზე, გიორგი კორიფაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ, დიმიტრი ტატანაშვილმა ლამაზი თავურით წონასწორობა
აღადგინა - 1:1.

37-ე წუთზე ტატანაშვილი უკვე გიორგი ივანიშვილის ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას აპირებდა, მაგრამ ლევან შოვნაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.

საერთოდაც, ბათუმელთა მეკარემ წინა შეხვედრებიც დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა 49-ე წუთზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - ივანიშვილი მარჯვენა ფლანგიდან ბურთს საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ 30 მეტრიდან ბურთი პირდაპირ კარში წავიდა, მეკარემ კი რეაგირება ვერ მოახერხა - ლამაზი და, ამავე დროს, კურიოზული გოლი გამოვიდა - 2:1.

მასპინძლებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ: 62-ე წუთზე დავით კვირკველიამ საჯარიმოში ბურთი ხელით გააჩერა და დაინიშნა პენალტი, რომელიც პაპუნა ფონიავამ ვერ გამოიყენა - დარტყმა მეკარე შოვნაძემ მოიგერია და შეცდომა გამოასწორა. არადა, ფონიავას დამატებაზე შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

64-ე წუთზე ტატანაშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო, ეხეირა, მაგრამ ბურთს კარგად ვერ შესწვდა და მიზანს ააცილა, ორიოდე წუთში კი მეკარესთან პირისპირ დატოვა კორიფაძე, რომელმაც ასევე ააცილა მიზანს.

74-ე წუთძე გრიგალაშვილმა კიდევ ერთხელ შეაზანზარა საჩხერელთა კარის ძელი, მაგრამ ბადე ვერა და ვერ შეარხია. ბათუმელებს ძალა არ აღმოაჩნდათ, თამაში რომ შემოეტრიალებინათ და გამარჯვება "ჩიხურას" დარჩა - 2:1.

ეროვნული ლიგა. XXII ტური
13.08. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო(ბთ) 2:1
გოლები: 0:1 კვანტალიანი (27), 1:1 ტატანაშვილი (28. კორიფაძის პასით), 2:1 ივანიშვილი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ფონიავა (62. მეკარე)
ჩიხურა (4-2-3-1): მწყერაშვილი - თ. გრიგალაშვილი, კაშია, მირცხულავა, კორიფაძე - კაკუბავა (69. დობროვოლსკი), ფონიავა (72. დეკანოიძე) - ივანიშვილი, გორგიაშვილი (61. განუგრავა), სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: კაპანაძე, გაბედავა, ოთარ კვერნაძე, ჭელიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო (4-2-3-1): შოვნაძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, ე. გრიგალაშვილი - ჩოგაძე (90+2. კეკუა), თევდორაძე (55. ვარშანიძე), კვანტალიანი (71. დიასამიძე) - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, მახარაძე, მგელაძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: კორიფაძე (59)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კურიოზული გოლით არ მოუგია გუნდს, ბიჭებმა იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს. მეტი ობიექტურობა და პროფესიონალიზმია საჭირო, მიმოხილვას რომ უყურებთ ჟურნალისტები მარტო.
კურიოზი
14:24 14-08-2017
0
როდის იტამასჰებს ტიმოფეევი ,1 მეკარე ბატუმის დინამოს? მეკარების გულობისა ბევრი კულები დავკარგეტ....
otar
08:45 15-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული