შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართული შეხვედრა 86-ე წუთზე ფანებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა. მაგ დროისთვის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:0-ს იგებდა.
დღევანდელი დაპირისპირება გოლების გარეშე დასრულდა და მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს და 3 ქულა მოიპოვეს.
ამ გამარჯვებით "ლოკომოტივს" 33 ქულა გაუხდა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. "ტორპედო" კი 44 ქულით კვლავ მეორეა.
11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე
- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]