საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.

ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე - მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის
გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შოთას სული იმ ქვეყნად.
gizog
03 ოქტომბერი 2017 15:04
0
31 წლის ბიჭი თან!ჯერ რა დროს სიკვდილი იყო :(
MISHO
02 ოქტომბერი 2017 10:03
0
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთო, გაძლება მიეცი შენს მშობლებს. მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს (ცრემლების გარეშე ვერ ვწერ). შოკში ვიოყავი საბურთალოს ფეხბურთელმა გონი რომ დაკარგა ბურთის მოხვედრის შემდეგ. ღმერთმა დაიფაროს ყველა
ani
02 ოქტომბერი 2017 09:34
0
sashinelebaa, gmertma natelshi gamyopos
liverpuli barselonas supermarketi.
01 ოქტომბერი 2017 22:23
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს :(((
Tiko
01 ოქტომბერი 2017 22:03
0
საშინელებაა,მაგრამ კიდევ უფრონსაშინელი ისაა,რომ ეს პირველი ემთხვევა არ არის.მიზეზი კი ალბათ არა ეფექტური სამედიცინო კონტროლია.ხალხო ჩვენ კიდევ ამოწყვეტა გვინდა?შოკში ვარ!ხომ ჩამოიტანეს საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ცენტრი,გახდეს წელიწადში ერთხელ მაინც ყოველი სპორტმენის შემოწმება სავალდებულო,ამით სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების საწყისი ფაზები მაინც რომ გამოვლინდეს,ეს მშვენიერი ბიჭი ახლა ცოცხალი იქნებოდა და არა მარტო ის.გარდაცვლილის ოჯახის და გუნდის წევრების მწუხარებას მეც ვიზიარებ.
სოსო
01 ოქტომბერი 2017 20:47
0
უფალმა ნათელში ამყოფოს და გაანათლოს მისი სული.
კომუნისტების დროს მე რო დავდიოდი ფეხბურთზე,ბავშვები ვიყავით და წელიწადში ერთხელ დავდიოდით სამედიცინო შემოწმებაზე,ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა.ყვრლაფერს გვიმოწმებდნენ გუკი,წნევა დატვირთვაზე ასე შ..ეხლა მართლა რატო არავინ ფიქრობს ამაზე, როცა დატვირთვებიც გაიზარდა და სპორტსმენებს უფრო სტრესულ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.
იმედია ფედერაცია ამას გაითვალიწინებს....
გია
02 ოქტომბერი 2017 10:40
0
ნათელში ამყოფოს :( ძალიან სამწუხაროა :(
Dave
01 ოქტომბერი 2017 20:13
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
23
15
2
6
23
47
24
14
4
6
17
46
23
10
4
8
7
34
24
6
10
8
3
28
24
7
7
10
-9
28
24
7
5
12
-6
26
24
7
5
12
-29
26
24
4
4
16
-20
16