ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" ტურის ცენტრალურ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და ისევ ჩაერთო საჩემპიონო ბრძოლაში. კახა ჩხეტიანმა ორი ფორვარდით შეუტია მეტოქეს და ამ ტაქტიკამ შედეგი მოიტანა.

თუ "ტორპედოს" ნაკლებად ჰქონდა შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები, "საბურთალომ" დისკვალიფიკაციის გამო ელვინ ტერა მოისაკლისა. გარდა ამისა, თადარიგში აღმოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ითამაშეს "ბურსასფორთან" პირველ, საგარეო მატჩში...

ქუთათურებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. უპირატესობას ისინი ფლობდნენ და ეს უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის თბილისელთა მცველი ცოტნე ნადარაია
გააძევა.

ვერავინ იტყვის, რომ ვერდიქტი უსამართლო იყო, მაგრამ ჩვენ ის უფრო გაგვიკვირდა, რატომ არ დასაჯა მსაჯმა მანამდე გიორგი გურული, ვინც ბურთი დაკარგა და წესების დარღვევით შეაჩერა თბილისელი შემტევი...

მალევე "ტორპედომ" ორამდე გაზარდა უპირატესობა. ბოლო, წარმატებული და შედეგიანი მატჩების ფონზე, "საბურთალოსთვის" ქუთაისური მატჩი უიღბლო გამოდგა - ნადარაიას გაძევებას ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრავმაც დაემატა. ფეხბურთელმა გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუჩაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ის 24 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება...

კარგად ითამაშეს "ტორპედოს" ლიდერებმა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გრიგოლ დოლიძემ. კარგები იყვნენ ლევან კუტალია, ლაშა კუჭუხიძე და გიორგი კუხიანიძეც, საუკეთესოდ კი გიორგი ქიმაძეს დავასახელებთ, ვინც მარცხენა ფლანგზე შეუდარებელი იყო.

მატჩის სტენოგრამა
11' - გოლი! 1:0! დოლიძის შესანიშნავი ფლანგური გადაცემა და კუტალიას მძლავრი თავურით გააქვს გოლი "საბურთალოს" კარში.
24' - ხარაიშვილის ჯარიმა. კვასხვაძე ადგილზეა.
28' - დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი "საბურთალოს" კარში. კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
35' - უკუგდებულ ბურთს ტაბატაძემ ძლიერად დაჰკრა და "საბურთალო" კუპატაძემ იხსნა.
38' - შინდაგორიძისა და მუიეცის კომბინაცია. შეტევაში ჩართულმა მარგველაშვილმა ხარიხას გაარტყა.
51' - ნადარაიას "ბოლო იმედის" ჯარიმა კაპანაძეზე. არბიტრი იღებს წითელ ბარათს...
54' - კაპანაძის დარტყმული კუპატაძემ მოიგერია, კუტალიას დარტყმის შემდეგ კი ბურთი საბურთალოელთა მცველს მოხვდა.
57' - ქიმაძის შორეული დარტყმა სტუმართა კარს ოდნავ ასცდა.
65' - მამუჩაშვილს ერთ-ერთი ქუთაისელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი სახეში მოხვდა. ადგილობრივი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა და მინდორზე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა...
71' - კუტალია "საბურთალოს" საჯარიმოში წააქციეს. პენალტი!
73' - გოლი! 2:0! კუხიანიძემ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ცივსისხლიანად შეასრულა.
89' - ხარაიშვილის ჯარიმა. ბურთი მცირე მანძილით სცდება "ტორპედოს" კარს.

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
30.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 კუტალია (11), 2:0 კუხიანიძე (72-პენ)
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე - ტაბატაძე, გურული, ხურცილავა, ქიმაძე - დოლიძე (77. კორობკა), ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კუტალია - კაპანაძე (88. ტუღუში), კუჭუხიძე (85. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია - მამუჩაშვილი (70. კოხრეიძე), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე - ვოლკოვი (77. ბიძინაშვილი), მუიეცი (55. ლაკვეხელიანი).
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, იმნაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (19), კუხიანიძე (62)
გაძევება: ნადარაია (51. საბურთალო)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა

14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა

15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი კეთთება შიგნიდან რომ ტორპედო გაქრეს სპორტულ რუქიდან,
ნათელმხილველი
06 ოქტომბერი 2017 15:34
0
Shen jango xar tu jano ar ar gicnob da rogorc pirovnebas cudad ver shegafaseb aranairi ufleba ar mak sheni pirovneba gavlandzgo mara tvalshi ro gamogaxeda uketesad jobia rato xar dabogmili ase torpedoze torpedo dedas utynavda yvela gunds da ase gaagrdzelebs sul ra gixaria am dinamos hempionoba hempioni gaxdes dinamovo ro wer ageraa sul male torpedo samtredia yvela tamashi ro wavagot samtredias mainc movtynavt daisvenebt mere da ras dawer unda vnaxo
nikka
03 ოქტომბერი 2017 16:21
1
გეგუჩაძეს რომ მიყავს ჭიჭინაძე ნაკრებში. ანრის კლუბში სათამაშო პრაკტიკა არ აქვს!რატომ არ აქცევენ ამას ყურადღებას!
გოგი ქუთაისელი
03 ოქტომბერი 2017 15:12
0
გაჩერDე ჯობია,რას ლაპარაკობ შენ თვითონაც თუ იცი? გავარდნა გამიგია ერთხელ მარა სამჯერ ზედიზედ? :D სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს..აშკარად გეტყოდა რომ გშურს ტორპედოსი... დაე სულ მასე გშურდეს. წინ ტორპედოოოოოოოოოოოოოოოოო
janngo-s
03 ოქტომბერი 2017 12:01
1
Ra ar gasvenebt samtredielebo raxan hempionebi gaxdit goniat yvela wels egre ikneba torpedo exla iwyebs shenebas tkven arc gamocdili fexburtelebi gakliat arc legionerebi hven marto kartvelit vagwevt rasac vagwevt da shuashi mwvrtvnels ar vcvlit sadac dagijiret ik mogiget stadionze exla trasazec getamadhebit tu gindat sadac dagijert yvelgan mogigebt cota mainc shegcxvet ragacis kutaishi giwevt male Samadhi tkven axal trenertan legionerebtan ettsd koshmari gelit stadionze gagtxrit gamougebels
nikka
03 ოქტომბერი 2017 10:38
1
Am samtredias raa unda raa ak salaparako sadac davijired yvelgan movjimet ak modixart exla da gagatnevt sam. Burts saxshi samtrediashi msajit gadagvirhit jer jarima danishna mere penlit shecvala shav dges gayrit kutaishi
nikka
03 ოქტომბერი 2017 09:39
1
ჩაჩავას ვარაუდი 90 პროცენტით მართლდება სწორი გათვლები გააკეთა,ვაწაძე რომ დაიმატოს არ შევრცხვებით ევროპაზე, ვაის კი ოფტალმოლოგის კონსულტაცია ჭირდება/ მსორი!
გოგი ქუთაისელი
02 ოქტომბერი 2017 15:43
2
ამ სამტრედიელს რაღა აქვს სალაპარაკო ერჯერ გაუვარდათ ყარაულის თოფივით და ამოიღეს ხმა
ტოტტი
02 ოქტომბერი 2017 15:07
1
სამტრედიას კი არ გაუვარდა ყარაულის თოფივით,არამედ სრულიად კანონზომიერად მოიგო ეს თქვენ გაგივარდათ იმ სამ წელიწადს,სიტუაცია დაემთხვა ისეთი, მის მერე რა მოიწიეთ? რაც ტორპედოს ფულები ახარჯეს იმის მეოცედი არ დახარჯულა სამტრედიაზე მთელს მის ისტორიაში. რომ წერთ ხომ უნდა მოტვინოთ რას წერთ? სამტრედიას კერძო პატრონიც არ ჰყავს, მხოლოდ ბიუჯეტის ფულზეა.ასე რომ, სალაპარაკო ტორპედოს ვითომ გულშემატკივრებს არაფერი გაქვსთ, ვნახავთ აგერ რა ოქროს ჩამოიკიდებთ წლის ბოლოს :)
ისე კი ჭეშმარიტებისათვის რომ ვთქვათ ამ წელს არცერთი კლუბი არ იმსახურებს ოქროს მედალს, არც სამტრედია, არც ტორპედო და არც დინამო, მაგრამ რადგან ასე არ ხდებამ, მაშინ სჯობს დინამო იყოს ჩემპიონი,თუნდაც ფინანსური მოსაზრებით მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგისათვის ყველაზე უკეთ მომზადება.
Jango
03 ოქტომბერი 2017 10:31
1
მიიწევს ოქროსაკენ და შერჩება ბრინჯაო :)
თუ კარგად გააპრიალებენ, ოქროსავით ბრწყინავს ისიც.
Jango
02 ოქტომბერი 2017 14:20
5
ყოველტვის რატო იბოღმები ტპრპედოზე??არ გსიამოვნებს არა სამტრედიაზე მაგარი გუნდი რომაა? სამტრედია ფრთხილად იყოს თორემ ეგ ბრინჯაოც არ შერჩება მანდვეა ლოკომოტივი. ჩემპიონი კი აუცილებლად გახდება ტორპედო, რადღანაც ამ წუთას ყველაზე მაგარი გუნდია და სენ სამრედიას ათასჯერ ჯობია,ბევჯერ დაამტკიცა ეს ამ სეზონში როცა თითქმის ყველაფერი მოუგო. ()
jango-s
02 ოქტომბერი 2017 14:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული