უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩისას ზოგიერთი დარღვევის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფამ ფედერაცია 14 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენების გამო დააჯარიმა.

თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხურება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორ გაარჩიეს??? ეგება და ალბანელები ანათებდნენ ლაზერს თავიანთ (და ჩვენ) ფეხბურთელებს??? ან/და ეგებ რაღაც სხვა ეროვნების ადამიანი ანათებდა, ან არასრულწლოვანთა ჯგუფი??? 2-3 (ან თუნდაც 10!) ადამიანის გამო ამხელა უსინდისობა უეფას მხრიდან??? მართლაც და რომელი უფრო დიდი დანაშაულია, როცა მთელი სტადიონი მეტოქის ეროვნულ ჰიმნის დროს უსტვენს თუ სამი ადამიანი როცა ლაზერს ანათებს??? რამხელა უსამართლო და ორმაგი სტანდარტების მაიმუნები არიან მთელი ევროპა თუ მათი ორგანიზაცია...
2
ლაზერის მინათება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჰიმნის შეურაცხყოფა? ძალიან გვემტერება ყველა ზენაციონალური სტრუქტურა მსოფლიოში.
ისე, ჩვენი ე.წ. ფანები მაგარი კვერცხები არიან.ალბანელებმა რომ ქართველები სცემეს იქ, პასუხი რატომ ვერ გასცეს?
რევანდელი მდგომარეობით ღირსების ფსკერზე ვართ
რეზო
11:58 03-11-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული