დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.
მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.
საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
შემადგენლობები:
თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი
ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')
18:57 26-11-2017
15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
პ. ს. ჩემპიონებს მაინც გილოცავთ.
კანმა გააკეთა ეგეთი რამ, იმის მაგირვრად რომ კიტეიშვილი შეგეცოდოთ ცინიკურად დასცინით.
ამ ბიჭზე ეს პენალტი ცუდად იმოქმედებს, იმედია გაუძლებს ფსიქოლოგიურად ამ შემთხვევას
ამავე დროს მინდა დროზე დავეშვათ მიწაზე და საქმეს მივხედოთ.
აქ რამდენიმე მოსაზრება ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველებს ყველაზე კარგად უაზრო ქიშპობა გამოგვდის. სიხარულით ხტუნავს ალბათ შაჰ-აბასი თავის დროზე როგორ სწორი დიაგნოზი დაგისვითო.
1, იმ ქართველების საყურადღებოდ ვისაც გინება და სკამების მტვრევა გონია საქმე და იქვე მეორე მხარეზე მყოფი ქართველების საყურადღებოდ ვისაც პროვოკაცია და გინება ღირსება გონია. თუ ასე მაგები ხართ კარგად მიიხედ მოიხედეთ საქართველოში მტერი სხვა ვერავინ ნახეთ ??
2. შეიძლება ვცდები და მაინც შარზე ვარ, მაგრამ თავად გადაამოწმეთ, მეორე ტაიმში რატომ მოხდა რომ გოლის გარდა არცერთი საკამათო ეპიზოდის გამეორება არ გვაჩვენეს დინამოს კართან? ალბათ მაგ მხარეზე კამერა ვერ იმეორებდა :). მგონია, რომ ვიდეო გამეორება ნათელს მოფენდა საეჭვო საკითხს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ყოველგვარ ეჭვებს გაფანტავდ, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო არჩიეს სალაპარაკო დაეტოვებინათ.
3. როცა ხურცილავას აშკარად გამიზნულად მოარტყეს უკნიდან ფეხში, რატომღაც ჩაიფარცხა გაფრთხილების გარეშე, მსგავს და არა ანალოგიურ სიტუაციაში ტორპედოელი გააფრთხილეს. ამას რომ ზოგადად ცუდი სუნი ასდის ეს ნაკლები პრობლემაა მთავარი სხვა რამეა ეს ორივე გუნდის საყურადღებოდ ევროპაში მაგის გამო შეიძლება ულაპარაკო წითელი აგვიფრიალონ და მერე იწუწუნებთ მსაჯმა დაგვჩაგრაო. მსაჯები ახლა გაფუჭებენ მასეთი დარღვევებისათვის წითლებს რომ გაჩვევენ
მანდ ერთი კარგი რამეც მოხდა და გულშემატკივრები თუ ვისწავლით არ იქნებოდა ცუდი ჯერ სხვა ტორპედოელები სასწრაფოდ ჩაერივნენ და ჩხუბს გაარიდეს დამნაშავეები და მერე როგორ გადაეხვია კიტეიშვილს თუ არ ვცდები კაპანაძე და გაარიდა კონფლიქტს.
4, რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს თუ მხოლოდ ბოლო ეპიზოდს განვიხილავთ შეიძლებოდა პენალის დადება, მაგრამ იმას რა ვუყოთ წინასწარ მცველი ხელებით ძირს რომ დაიგდეს? ამ დროს მსაჯმა საათზე დაიხედა და ვეღარ შეამჩნია?
5. ტორპედოსთვის რათქმაუნდა კარგი იყო რომ კიტეიშვილმა ვერ გაიტანა, ყოჩაღ კვასხვაძეს და ძალიან შემეცოდა დინამოს კაპიტანი. იმ იდიოტების საყურადღებოდ კი ვინც ფიქრობს, რომ ამის გამო დინამოდან სასწრაფოდ უნდა გარიცხოთ, ვაი თქვენს პატრონს. თუ ვერ აფასებთ გამოუშვით ტორპედოში ჩვენ კარგი ფეხბურთელის დაფასება ვიცით.
6. განსაკუთრებული მადლობა კი ბატონ ფიფიას. თქვენია გენიალური გადაწყვეტილებები რომ არა დინამო ჩემპიონობას მესამე წრის ბოლოს თუ არა ასე 5 ტურით ადრე მაინც იზეიმებდა.
რა ფული აიღე ასეთი, რომ საათივით აწყობილი გუნდი დაშალე? და ვის იმედად ვითამაშებთ გაისად ევროთასებზე იმ გუნდებით გადამწყვეტ თამაშში 2 ტაიმის მანძილზე კარში (დინამომ ბოლოსკენ განსაკუთრებით კარგი არეკნები დაარტყა) ჯამურად (ორივემ ერთად) 10-ჯერაც რომ ვერ დაარტყეს.
ბოდიშს მოვითხოვ თუ ვინმეს ეწყინა, მაგრამ ვთქვი ის რაც მაწუხებს.
თან ერთი შენ ხარ ჭკვიანი და დანარჩენი 16 კაცი არაა
ეტყობა შენნაერებს აეწვათ და მიტომ მოგეჩვენა აბდაუბდად.
მე ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს.