"მე "იუვენტუსში" გადმოვედი იმ ჩემპიონატიდან, რომელიც სათამაშოდ ყველაზე რთულია. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვასპარეზობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მსურს სერია A-ში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.
რატომ დავტოვე პრემიერლიგა? "იუვენტუსში" თამაში მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს სურს, გამონაკლისი არც მე ვარ.
დიდებული იქნება, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვეტყვი, რომ "იუვენტუსში" ვთამაშობდი", - განაცხადა დუგლას ლუიზმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი "ბიანკონერის" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
თუ შეიხის ფულები არ გინდოდა?!
დოღლიგაში თავმოყვარე ფეხბურთელები აღარ თამაშობენ,ფერგის და არსენას მერე სუფთა ყანაა ეგ თქვენი პრ ლიგა