ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "ლელოში" გავრცელდა.

ასევე გაზეთის ინფორმაციით, სამომავლოდ განიხილება გია გეგუჩაძის მოწვევის ვარიანტიც.

ზღვისპირული კლუბის შეძენის სურვილი ახალგაზრდა ბიზნესმენ აიეტ კუკავას აქვს, რომელიც საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა.

"აიეტ კუკავას კლუბის ყიდვაზე ბათუმის მერიაში განაცხადი შეტანილი აქვს. საუბარი მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება.

გია გეგუჩაძესთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. არ ვიცით, ვინ იქნება მწვრთნელი, ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.

ერთი იმის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე,
რომ ბათუმის "დინამო" მომავალ სეზონში საკუთარ სტადიონზე ითამაშებს", - აღნიშნა ფედიჩკინმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰჰ ოთარ, ოთარ...
შენი ბრალია, რომ გავარდა ბათუმის "დინამო", აბა ჩემი ხომ არა?
ახლა ვის, ან რას დააბრალებ? ხან ამინდიო, ხან ფულიო, ხან მსაჯიო და ხან იძახდი ყველა ჩვენ გვებრძვისო. ეგ "ყველა" ვინაა კიდევ დააკონკრეტე ხოლმე, რომ ჩცვენც ვიცოდეთ ხალხმა. ბათუმლებს ვუთანაგრძნობ და გული დამწყდა რო გავარდა გუნდი. ფედიჩკინი კი, ღირსია და პასუხიც უნდა გასცეს ხალხს. ჩუმად როა ბუსავით.
ჯანგო
15:55 21-12-2017
1
ბათუმი რომ გავარდა ყველაზე მეტი დამნაშავე ფედიჩკინი მგონია და ეს კიდევ თავის ადგილზეა?
გონიო
19:32 21-12-2017
1

სიახლეები პოპულარული