ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედოს" განცხადება კახა ჩხეტიანის ინტერვიუსთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი" Sportall.ge-ზე გამოქვეყნებული ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ინტერვიუს გამოეხმაურა.


გვერდი იუწყება, რომ ქუთაისურ კლუბში ფინანსური კრიზისი არ არის.

"დღეს, 15 იანვარს, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის წაკითხვის შემდეგ გულშემატკივრებში ეჭვი გაჩნდა, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია.

გვესმის, რომ ქვეყნის ჩემპიონისადმი ინტერესი განსაკუთრებულია, რამდენადაც სწორედ "ტორპედომ" უნდა წარადგინოს საქართველო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სწორედ ამიტომ მართებულად ჩავთვალეთ, გულშემატკივრისთვის განგვემარტა ის, რასაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გულისხმობდა.

კახა
ჩხეტიანის განმარტებით, ინტერვიუში ის ისეთი ლეგიონერის ვერდამატებაზე საუბრობდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია!

ვადასტურებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, გუნდი კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედო" 4 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, სადაც 18 თებერვლის ჩათვლით, 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მეტოქეების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ