ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია.

აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.

ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც, რომელიც ბოლოს ყაზახური "ჟენისის" მაისურს ირგებდა და მასთან
2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციისთვის, ეს გარიგებაც სასყიდლიანი გახლავთ.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და თბილისის "იბერიას" ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა მუდმივი წევრი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შე მართლა ..მის ლადო,ან ზაკო.
როდის ნახეთ დაცინვა,ან ფული არ აეღო რა შუაშია?
მიპასუხეთ აბა თუ სწორი ბიჭები ხართ.
2034 წლისთვის რაღაც ვისურვე და ვისაც არ გაგეხარდებათ ასეთი მომავალი 13 დისლაიქის ავტორი გამოექანეთ ლიხის ქედიდან..
მე ხაშურის სტადიონზე(სადაც გოლებიც მაქვს გატანილი) აი ცენტრში დაგელოდებით
Levani
23:19 05-07-2024
4
კარგი ტრანსფერებია, ამ წელში მოყვენილებიდან იონსენისა და ჟუნიორის შემდეგ ბიძინაშვილიც გაამართლებს ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური 10-იანია და თანაც გამტანი. ფლანგებზე სჭირდება ტორპედოს გაძლიერება, ჯორჯინიო ძალზე არატექნიკური და უსარგებლოა. ყაზახეთიდან შეიძლებოდა ბუღრიძის დაბრუნება მაგრამ დინამოში მიდისო ითქვა და ვინმე კაი უცხოელი თუ არ მოჰყავთ ღუდუშაური მაინც უნდა იყიდონ ბათუმიდან. სხვანაირად ჩემპიონობაც გაუჭირდება ტორპედოს.
ქართული ფეხბურთი
22:00 05-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული