კახა კაჭარავა: უკლებლივ ყველა შეხვედრაში ველი ბოლომდე ბრძოლას

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში მოახლოებულ ჩემპიონატზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"ჩემი აზრით, საქართველოს მომავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ სეზონში ვნახეთ, რომ იყო დიდი კონკურენცია და ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა.

უკლებლივ ყველა შეხვედრაში ველი ბოლომდე ბრძოლას. ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოახერხებენ ოსტატობის დახვეწას და სასარგებლონი იქნებიან არა მხოლოდ "დინამოსთვის", არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენ ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეროვნულ გუნდს კადრები შევმატოთ.

როგორც იცით, ეროვნული ლიგის პირველ
ტურში ჩვენი მოწინააღმდეგე "რუსთავი" იქნება. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ეს ყველამ იცის. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ და, ვფიქრობ, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი კარგი ფეხბურთით ისიამოვნებს", - აღნიშნა კაჭარავამ.

იხილეთ გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გუნდში მოგყავს ლეგიონერი, მაშინ ის ქართველ ფეხბურთელზე ძლიერი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგიონერის ჩამოყვანას აზრი არ აქვს. /////. როცა საქმე ეხება თბილისის "დინამოს", მიზანი ყოველთვის მაქსიმალურია და უცვლელი...)) აი ამ ფრაზებმა უკვე მაგრად დამღალა, ტვინი მომეღრძნო... ცარიელა სიტყვების რახა-რუხი !!! მაქსიმალური მიზანი რა არი ? მხოლოდ საქართცელოს ჭ კლასის ჩემპიონატში რაგაცის მიხწევა?? არ დამიბლოკოთ გთზოვთ...
Vasili
16:17 01-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული