ლობჟანიძე "ლოკოს" "სამტრედიადან" შეუერთდა. 2017 წელი უჩამ ყაზახურ "ატირაუში" გაატარა, მანამდე კი თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა.
სხვადასხვა დროს, იყო "ომონიას", "დნიპროს", "კრივბასის", "ზესტაფონისა" და ბათუმის "დინამოს" წევრი.
საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ლობჟანიძე "ლოკომოტივში" 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.