მატჩის საუკეთესო მოთამაშე "სპურსის" ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა, ფრანგმა ცენტრმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა.
კრის პოლმა 19 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"ჯაზიდან" კოლინ სექსტონმა 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, "სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 3 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვსის" წინააღმდეგ გამართავს.
"იუტა ჯაზს" მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებია და 5 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს, უილ ჰარდის გაწვრთნილი გუნდი 3 ნოემბერს, "დენვერ ნაგეთსს" შეხვდება.
მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "სპურსმა" "ჯაზი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის მომავალი გადაწყდა - სანდრო მომდევნო სეზონსაც NBA-ში გაატარებს