უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" საიტი იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უჩა ლობჟანიძე მათ გუნდში ითამაშებს. 31 წლის მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ლობჟანიძე "ლოკოს" "სამტრედიადან" შეუერთდა. 2017 წელი უჩამ ყაზახურ "ატირაუში" გაატარა, მანამდე კი თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა.

სხვადასხვა დროს, იყო "ომონიას", "დნიპროს", "კრივბასის", "ზესტაფონისა" და ბათუმის "დინამოს" წევრი.

საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ლობჟანიძე "ლოკომოტივში" 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
54 მატჩი .
Lagashi
29 მარტი 2018 12:42
0
ანუ ლოკომოტივი ჩემპიონი გამხდარა და ეგაა
ტოტტი
29 მარტი 2018 09:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული