კახა ჩხეტიანი: პირველივე წუთიდან ასე უნდა გვეთამაშა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი მასპინძელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ეს მარცხი პირველ რიგში ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ. ვულოცავ საჩხერის "ჩიხურას" ამ გამარჯვებას.

მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და თითქოს გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ერთი მომენტი გამოგვეპარა და ბურთი აქეთ მივიღეთ.

ბიჭებს ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მათ ყველაფერი დადეს. უბრალოდ, პირველივე წუთიდან არის ასეთი თამაში საჭირო, როგორიც მეორე ტაიმში იყო და დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს მოვიგებდით", - აღნიშნა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდმა დასკვნები გამოიტანა. ინტუიცია მკარნახობს რომ საბურთალოს მოუგებთ.
ქუთაისელი-2
19 აპრილი 2018 14:43
0
ეს თამაში შენ წააგე და აღიარე.მერამდენედ გაჯობა ფრუიძემ,ამ გუნდით გინდათ შენ და ზაალს ევროპაზე თამაში.გუნდს ცენტრლური თავდამსხმელი რეალურად არ ჰყავს.არც ცენტრალური მცველი.ვნახოთ რას იზამთ,
mamulo
15 აპრილი 2018 16:19
0
ძაან ცუდი ზამენები გააკეთე ჩხეტო, ბოლოს ისე იყო რო ლიპარტია იდგა ცენტფორვარდის პოზიციაზე კუტალია რატო გაიყვანე ვერ გავიგე
lasha
15 აპრილი 2018 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული