ეროვნული ლიგა. VIII ტური: მსაჯმა მაქაცარიას გოლი არ ჩაუთვალა და "რუსთავი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ლანჩხუთში "სამტრედია" და "რუსთავი" დაზავდნენ (0:0).

ამ შეხვედრაში გოლის გატანა და მოგება ორივე გუნდს შეეძლო, გამარჯვებასთან უფრო ახლოს კი "რუსთავი" იყო, რომელმაც 87-ე წუთზე გოლი გაიტანა: ლევან გეგეჭკორის მიერ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას თამაზ მაქაცარიამ დაასწრო და მეკარე ომარ გიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, თუმცა მსაჯმა გ. ყრუაშვილმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გოლი არ ჩათვალა, რადგან მისი აზრით, მაქაცარიამ ხელით ითამაშა.

მოკლედ, რაც "სამტრედიას" ბადრი კვარაცხელია ჩაუდგა სათავეში, ამ გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი დაასრულა
ფრედ და აქედან ორში გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "სამტრედიას" სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლია.

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე".
სამტრედია - რუსთავი 0:0

სამტრედია (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, ანტე გი, გიორგი ერისთავი (ნიკოლოზ ხაჩიძე 84), გიორგი გიორბელიძე (ანატოლი მესიაჩენკო 64), ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, გივი ქარქუზაშვილი, სიდი სანია

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

რუსთავი (4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი (კ), ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა (მამუკა კობახიძე 47), თამაზ მაქაცარია, ბექა მიქელთაძე, დავით კვირკველია, ტარას ცარიკაევი, ალბერტ ცხოვრებოვი, გიორგი გაბულოვი, ბათრაზ ხადარცევი (მათე ცინცაძე 75), ზაზა ციცქიშვილი (ავთო ენდელაძე 65)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული