ეროვნული ლიგა. IX ტური:"საბურთალომ" "სამტრედიას" 1:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "საბურთალომ" "სამტრედია" 1:0 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში კვლავ დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ანგარიშის გახსნას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ 69-ე წუთზე დიასამიძემ შორიდან მოულოდნელად დაარტყა ბურთი და მეკარე მიგინეიშვილმა ვერ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა. დარჩენილ დროში სტუმრები ამაოდ ეცადნენ საპასუხო გოლის გატანას.

ზედიზედ სამი უგოლო ფრის მერე "სამტრედია" დამარცხდა, ხოლო "საბურთალო" ვიდრე "დინამო" ამ ტურის შეხვედრას ხვალ ჩაატარებს, ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საბურთალო - სამტრედია 1:0
გოლი: 1:0 გეგა დიასამიძე (69)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე
კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 62), დიმიტრი ტატანაშვილი (გურამ გოშთელიანი 80), ბექა გვარაძე, თორნიკე თარხნიშვილი (სანდრო ალთუნაშვილი 65), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია (4-2-3-1): ოთარ მიგინეიშვილი, მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, ანტე გი, ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, გივი ქარქუზაშვილი, სიდი სანია, ანატოლი მესიაჩენკო (გიორგი ერისთავი 73), ზაურ ხაბეიშვილი (დემურ ქაშიბაძე 76)

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული