ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XII ტური: "დილამ" გორში ლიდერ "საბურთალოს" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დილამ" გორში "საბურთალო" 4:1 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. გოლები გორელთაგან მიკოლა კოვტალიუკმა და ლეანდრო რიბეირომ (3) გაიტანეს, ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა, ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გურამ გოშთელიანია.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (33), 2:0 ლეანდრო რიბეირო (51), 3:0 ლეანდრო რიბეირო (78), 3:1 გურამ გოშთელიანი (87), 4:1 ლეანდრო რიბეირო (90+3)

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, ლუკა რაზმაძე (იმედა აშორტია 87), ნოდარ ქავთარაძე (ისიფუ ლემპტი
73), დავით რაჟამაშვილი (ალვინ ფორტესი 63), ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, ზაურ კერელეიშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

საბურთალო (4-3-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 53), გიორგი კოხრეიძე, ელვინ ტერა (დიმიტრი ტატანაშვილი 61), ბექა გვარაძე (გურამ გოშთელიანი 66), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ