გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
გორის დილა პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუი მოტამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მოტა სომხურ "ნოას" გაწვრთნის.

კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოტამ "დილას" დატოვება თავად გადაწყვიტა.

ძვირფასო გულშემატკივრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა . კლუბი ცდილობდა დაერწმუნებინა მთავარი მწვრთნელი დარჩენაში, მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მან გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას უტოვებდა, აღნიშნული პუნქტის შეტანა მან ხელშეკრულებაში თავდაპირველადვე მოითხოვა.

მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ
რიბეირო დატოვებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლუბით და ჩვენი ქალაქით და ვფიქრობთ, რომ იყო გორის "დილას" ნაწილი, არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს "დილაში" გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მათ მომავალ საქმიანობაში.

ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბის მომავალი მწვრთნელის რამდენიმე უცხოელი პრეტენდენტიდან საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ, რათა კლუბის ამბიციური მიზნები, რომელიც ამ სეზონში დავისახეთ ბოლომდე მივიყვანოთ. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი მფლობელებთან ერთად ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გუნდის პოზიციური გაძლიერებისთვის 2 -4 მოთამაშით შესავსებად. ზემოთ აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას კლუბი ოპერატიულად მოგაწვდით", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გორის "დილა" 39 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რას ვწერ ტყუილს ? ყველამ იცის ზედა საპრიზო ადგილებში მყოფი გუნდებიდან დილაში ყოველთვის დაბალი ხელფასებია წლებია და ფაქტიც სახეზეა აგერ სომხეთის უსახელო გუნდმა პირდაპირ შუა სეზონიდან დაგაფქცქვნათ მწვრთნელი ნეტავ რატო? აა ოთხჯერ მეტი შესთავაზეს თურმე ნოაც არ მყავდეს ყარაბაღი ან ფერენცვაროში უბრალოდ ტიპი იმდენად დაბალ ხელფასზე მუშაობდა პუნქტში შეიტანა წინასწარ იქნებ ოდნავ მაღალ შემოთავაზების შემთხვევაში გამიშვივით გუნდიდანო. ან შარშან აგერ ფინანსებიდან გაფცქვნილმა ბათუმმა არ დაგახიათ დემჩენკო?, ან ეხლა დრამეს ან გაგნიძეს რამდენი აქვთ 5 000 $-ს ვერ აძლევთ თქვენ წამყვან მოთამაშეებს სხვებს ხო მართლაც სემიჩკის ფულად არბენინებთ 2 000 $ ზუსტად სამარცხვინო ხელფასია ფეხბურთელისთვის და ამ ებრაელების ხელში ვერასოდეს გახდება ეს გუნდი ჩემპიონი იმიტო რო ყოველ წელს დაჟე ნახევარ სეზონში მიაყიდის ესე წარმატებულ მწვრთნელს თუ ფეხბურთელებს სწორედ იმიტომ რო ძალიან დაბალი ხელფასები გაქვთ გუნდში და 7/8 000 $ რომ შეთავაზონ ნებისმიერი დილას ფეხბურთელს იმ წუთასვე დათანხმდება ამ ოფერს სხვა გუნდებიდან.
Arche
01:59 15-06-2024
3
კიდევ კარგი წავიდა თორემ მომავალ სეზონიდან ბათუმში გადავიდოდა უეჭველი
ჯონ სნოუ
01:26 15-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული