შეხვედრაში ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, შემდეგ კი "ლოკომოტივის" უპირატესობა ორამდე მამია გავაშელიშვილმა გაზარდა.
21-ე წუთზე შორეული დარტყმით სხვაობა კირილ დოროშენკომ შეამცირა.
მეორე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა რატი არდაზიშვილმა დააბრუნა, რომელმაც შორეული დარტყმით გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, რაც საკმაოდ კურიოზული გამოვიდა. "კოლხეთის" მეკარეს საჯარიმოში არსებული ტალახის გამო ფეხი დაუცდა და ოთარ კობახიძეს დარტყმულზე რეაგირება ვერ მოახდინა.
82-ე
ამ გამარჯვებით "ლოკომოტივი" მე-6 ადგილზე განმტკიცდა, ხოლო "კოლხეთმა" კი ლიგაში პლეი-აუტის მატჩებში მონაწილეობის თეორიული შანსიც კი დაკარგა და ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.
თბილისი. მიხეილ მესხი 2
ლოკომოტივი-კოლხეთი 5:1
გოლები: 1:0 ზურიკო დავითაშვილი (8), 2:0 მამია გავაშელიშვილი (14), 2:1 კირილ დოროშენკო (21), 3:1 რატი არდაზიშვილი (59), 4:1 ოთარ კობახიძე (69), 5:1 დავით ჯიქია (82)
ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, თორნიკე ძებნიაური, ლევან ქურდაძე, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე
მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
კოლხეთი. 3-4-1-2: ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, თემურ ძაძამია, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, ლევან კაკულია, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე
მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი