ბათუმის "დინამომ" გიული მანჯგალაძე დაიმატა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ", რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა, პირველი ტრანსფერი განახორციელა.

გუნდს 26 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე შეემეტა. ის სხვადასხვა წელს უკრაინული "პოლტავას" და "ზორიას", ქართული "ჩიხურას", "სიონის", "სამტრედიას" და აზერბაიჯანული "კაპაზის" ღირსებას იცავდა.

2018 წელს კი ლატვიური "ვენტსპილსის" რიგებში ირიცხებოდა.

გიული მანჯგალაძემ ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი იქნებებოდა ძმებ გრიგალაშვილების დამატება,ასევე საბურთალოს და ლოკომოტივის რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდები.არის ლეგიონერების რესურსიც.მომავალ ჩემპიონატში ერთერთი მთავარი თუ არა უმთავრესი ფავორიტები უნდა ვიყოთ საჩემპიონო მარათონში!
adjara
16:25 18-12-2018
0
იმედია დინამო შეინარჩუნებს ძირითად ბირთვს, შეთამაშებულ-შემეგობრებულს და რამდენიმე ახალწვეულს დაიმატებს რგოლების გასაძლიერებლად და კონკურენციის გასაზრდელად! ეხლა სტაბილურობის და გუნდურობის ხარჯზე უნდა ვითამაშოთ!
ბათუმი
18:00 11-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული