ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "საბურთალოს" მცველის ნოდარ იაშვილის დამატებას იუწყება.

"ჩვენს კლუბს 25 წლის მარჯვენა მცველი - ნოდარ იაშვილი შეუერთდა. მან "დინამოსთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

იაშვილმა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა, 2014 წლიდან კი "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში მან "საბურთალოს" შემადგენლობაში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩი ძლიერდება დინამო
დინამო
11:06 22-12-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული