გიორგი დევდარიანი: "ტორპედოს" აკადემიაში 20 ბავშვი იცხოვრებს [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორი გიორგი დევდარიანი საკლუბო არხთან გუნდის აკადემიასა და სკოლაზე საუბრობს.

დევდარიანის თქმით, ბაზა გარემონტდა, სადაც იქმნება "ტორპედოს" აკადემიაც, რომელშიც 20 ბავშვი იცხოვრებს.

მან აღნიშნა, რომ "ტორპედოს" მთელი სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულია, მიიღოს ევროპული განათლება და აკადემიაში გადმოიტანოს.

"კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატარებთან კვალიფიციურმა მწვრთნელებმა იმუშაონ. ჩემთან ერთად აქ გიორგი ტუღუში და ოთარ საბანაძე მუშაობენ. ტუღუშის გონებრივი პოტენციალი ძალიან ბევრ სპეციალისტს აღუნიშნავს, ოთარ საბანაძეზე კი თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში საფეხბურთო ფიტნესის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია", - ამბობს
დევდარიანი.

altრას წერდა Goal.com "ტორპედოს" ახალწვეეულზე: ტექნიკური ნახევარმცველი, რომელმაც "ბარსელონას" ინტერესი დაიმსახურა [VIDEO]

altქუთაისის "ტორპედომ" იჯარით ბრაზილიელი შემტევი აიყვანა

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაგეწერა მერე შე კაცო, მაგ ბავშვის სახელი და გვარი, ან სოფელი.../ ვინ მიხვდება ეხლა რომელ ბავშვზეა ლაპარაკი და ან კიდე რომელ სოფელში უნდა მოძებნონ?!
Vasili
12 იანვარი 2019 21:22
0
რამდენი ბავშვია მართლა უნიჭიერესიი და რამდენი იკარგება უბრალოდ იმის გამო, რომ არ გააჩნია ფინანსები, ვერ წარმოიდგენთ.. არაფრით არ ჩამოუვარდებათ ევროპის ტოპ ტალანტებს ჩვენი ბავშვები დამიჯერეთ.. უბრალოდ თავიდანვე არასწორი აღზრდა და ხშირ შემთხვევაში საერთოდ საფეხბურთო ინტელექტის არ ქონა იწვევს იმას, რასაც დღეს ვიკმით!
ზურა
12 იანვარი 2019 19:14
0
ჩემს სოფელში ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს,VIკლასელია, პატარა ტანისაა, საოცრად თამაშობს ფეხბურთს,ისეთ ფინთებს აკეთებს გაოცდები,საოცრად სწრაფია და ჭკვიანი,მაგრამ საუბედუროდ ქალაქი მისთვის მიუწვდომელია ტერიტორიითაც და ფინანსურადაც, ასეთი საოცარი ბავშვები სამწუხაროდ ბევრი იკარგება,სანამ ბავშვებს სოფელ-სოფელ სანთლით არ მოძებნიან ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.
გულშემამტკივარი
12 იანვარი 2019 10:37
1
20 ბავშვი ცოტაა ნამდვილად :/ მითუმეტეს რეგიონის მასშტაბით კიარა დასავლეთ საქართველოში არ აქვს ანალოგი მაგ აკადემიას
s
11 იანვარი 2019 23:25
4
საფეხბურთო აკადემია ქუთაისში იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მთელი ქვეყნისათვის. წარმატებები
QT
11 იანვარი 2019 20:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული