თბილისის "ლოკომოტივმა" თორნიკე კირტიკაძე დაიმატა

AutoSharing Option
თორნიკე კირკიტაძე თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და თორნიკე "ლოკომოტივში" 2020 წლის ბოლომდე დარჩება.

22 წლის ნახევარმცველი "ლოკოს" "რუსთავიდან" შეუერთდა. კირკიტაძემ აღნიშნულ კლუბში ორი სეზონის მანძილზე ითამაშა და 36 მატჩი ჩაატარა.

მანამდე იგი ბოლნისის "სიონის", "დინამო თბილისისა" და საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში ასპარეზობდა.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი კირტიკაძეა თუ კირკიტაძე, იქნებ ჩამოვყალიბდეთ ყველა ერთად, კონსილიუმის მსგავსი რამ გავმართოთ...
რა გვარია?!
11:44 18-01-2019
0

სიახლეები პოპულარული