ეროვნული ლიგა 2. I ტური: "სამტრედიამ" შინ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

AutoSharing Option
2 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის გახსნითი მატჩი "სამტრედიასა" და "ზუგდის" შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ანგარიში გურამ სამუშიამ ავთო ენდელაძის პასით გახსა. 63-ე წუთზე გიორი კილასონიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა პენალტის საშუალებით ანგარიში მაინც გაათანბრეს.

თუმცა 73 წუთზე გოგატიშვილის ავტოგოლით "სამტრედია" დაწინაურდა და ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ეს მატჩი სადებიუტო გამოდგა კახა კაჭარავასთვის, რომელიც "სამტრედიას" ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. სტადიონისა და რეაბილიტაციის შემდეგ
"სამტრედია" როგორც იქნა შინაურ კედლებს დაუბრუნდა.

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ზუგდიდი 2:1
გოლები: 1:0 გურამ სამუშაია (22), 1:1 ნიკოლოზ ხინთიბიძე (პენ. 68), 2:1 გოგიტა გოგატიშვილი (ავტ. 73)

სამტრედია. 4-2-3-1: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ვარლამ კილასონია, გოგიტა გოგუა, ავთო ენდელაძე, გიორგი ახალაძე, ანატოლი მესიაჩენკო, დენის დობროვოლსკი, გიორგი ჯგერენაია, მერაბ მეგრელაძე, გურამ სამუშია

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ზუგდიდი. 4-2-3-1: ლაშა ძაგანია, გიორგი კილასონია, ლევან ბაკურაძე, დათა ქირია, ნიკოლოზ ხინთიბიძე, გიორგი ჭედია, ბექა ზაქრაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მიხეილ რუხაია, გიგა წურწუმია, ოთარ ფიფია

მთ. მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
გათამაშების კალენდარი რომ გამოაქვეყნოთ არ შეიძლება?
aburjga
09:45 09-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული