ეროვნული ლიგა. II ტური: პირთამდე სავსე სტადიონი ბათუმში, ლამაზი ფეხბურთი - "ტორპედომ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ტორპედომ" ბათუმში "დინამოს" 2:0  სძლია.

ანგისას სავსე სტადიონზე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიში აზაცკიმ გახსნა. მან თავურით ნაკუთხურალ ბურთს ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის გადაცემას ზივზივაძე გამოეხმაურა და - 0:2.

მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს და ეშედეგოდ უტევდნენ და დამარცხდნენ.

"ტორპედომ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, "დინამომ" კი კვლავ წააგო, თუმცა ეს გუნდი კარგად თამაშობს, ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს და მალე
უეჭველი უკეთაც იასპარეზებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ოლეკსანდრ აზაცკი (17), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+3)

დინამო (4-3-2-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46), ვალერიან თევდორაძე (კ), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ნიკოლოზ საბანაძე 70), რომან ჭანტურია (გიორგი ილურიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 62), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქიმაძე 75), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 61)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 16 /
მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის, მაგარ ფორმაშია ტორპედო. ასევე მადლობა ბათუმელებს კარგი საფეხბურთო გარემოსთვის.
TORPEDO TORPEDO TORPEDO !!!
05 მარტი 2019 23:14
1
ადმინ არ დაბლოკო.უსინდისო ტელევიზიებს მინდა მივმართო,რატომ არ აჩვენეთ ეს თამაში?გადავსებული ტრიბუნა,კარგი პერფორმანსი მასპინძელთა ქომაგებისგან მატჩის წინ,მშვენიერი თამაში...გეზარებათ რეგიონებში სიარული?! აბა უყურეთ ბატონო ლოკომოტივი საბურთალოს თქვენ და 100მა კაცმა ტრიბუნიდან.ჩვენ ეს გვირჩევნია...გაიგეთ დღეს ქართული ფებხურთი ისევ დასავლეთ საქართველოთი ცხოვრობს.აღმოსავლეთში სავსე სტადიონი მე არ მახსენდება...მინუსი ფედერაციას,მომავალში გაითვალისწინეთ და ესეთი ორი ტრადიციული კლუბის თამაში აუცილებლად აჩვენეთ ტელევიზიით,ჟურნალისტებო თქვენც ხმა ამოიღეთ!!!
lanchkhutidan
05 მარტი 2019 23:09
1
თბილისს დინამოს გარდა გუნდი არც უნდა ყავდეს უგულშემატკივრო გუნდები კლავენ ჩემპიონატს ფეღბურთელების ოჯახის წევრები და მეგობრები თუ ბალეშიკობენ მარტო ლოკომოტივი იყოს საბურთალო თუ ჯორჯია მოსკოვის გუნდებს ყველას თავისი ფანი და გულშემატკივარი ყავს და ყველა დერბი რო მართლა დაზაბულობას მატებს თბილისური დერბი თუ არა სავსეა სტადიონები რა უბედურებაა ათ გუნდიან ჩემპიონატში ამდენი თბილისური გუნდები
ბაკური
06 მარტი 2019 15:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული