ეროვნული ლიგა. II ტური: პირთამდე სავსე სტადიონი ბათუმში, ლამაზი ფეხბურთი - "ტორპედომ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ტორპედომ" ბათუმში "დინამოს" 2:0  სძლია.

ანგისას სავსე სტადიონზე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიში აზაცკიმ გახსნა. მან თავურით ნაკუთხურალ ბურთს ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის გადაცემას ზივზივაძე გამოეხმაურა და - 0:2.

მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს და ეშედეგოდ უტევდნენ და დამარცხდნენ.

"ტორპედომ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, "დინამომ" კი კვლავ წააგო, თუმცა ეს გუნდი კარგად თამაშობს, ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს და მალე
უეჭველი უკეთაც იასპარეზებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ოლეკსანდრ აზაცკი (17), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+3)

დინამო (4-3-2-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46), ვალერიან თევდორაძე (კ), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ნიკოლოზ საბანაძე 70), რომან ჭანტურია (გიორგი ილურიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 62), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქიმაძე 75), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 61)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ გაქვთ პრეტენზია, რომ ბათუმისა და ქუთაისის მატჩი მაინცა და მაინც ტურის ცენტრალური მატჩი იყო და უსათუოდ პირველი არხით უნდა გადაცემულიყო.ამ მატჩში სახარბიელო რაც იყო - სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამო და მეტი არაფერი.პირველი ტაიმის შემდეგ,გავთიშე ფედერაციის საიტი, რადგან ჩემთვის უინტერესო გახდა, რადგან ბათუმის დინამოელები დაცვაში უამრავ შეცდომებს უშვებდნენ, მთლიანად გუნდი არასაბრძოლო განწყობილებით გამოვიდა,განსხვავებით პირველი ტურის მატჩისაგან.სულით და გულით ვგულშემატკივრობდი ბათუმს, რადგან საქართველოს პირველობაზე ტორპედოს არასდროს ვგულშემატკივრობ მისი უზრდელი და თავხედი გულშემატკივრების გამო.ლანჩხუთელმა გულშემატკივარმა ე.წ."უსინდისო ტელევიზიების " ჟურნალისტებს მოუწოდა "ხმა ამოიღეთო",ფაქტიურად დაუწუნა ლოკომოვივისა და საბურთალოს მატჩის პირველ არხზე ტურის ცენტრალურ მატჩად ჩვენება, იმ მატჩისა სადაც ნაჩვენები იყო ყოველივე საუკეთესო რის გამოც ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი.
თბილისელი გულშემატკივარი
06 მარტი 2019 12:49
8
იყო ტელევიზორში საკაბეკლო არხზე 02 ქვია მე ამ არხზე უყურე . ამას ქვია გუნდის ბალეშიკობა ბრავო ბათუმი რეგიონებში უფრო დადის ხალხი სტადიონი შენებლობა რომ დამთავრდება უფრო კარგი საყურებელი იქნება სავსე ტრიბუნები კივევ ბრავო ბათუმელებო
dato
06 მარტი 2019 12:34
0
ადრეც ვთქვი და ვიმეორებ ტორპედო დღეს ერთი თავით ჯობს საქართველოში სხვა გუნდებს. ზუგდიდის შემდეგ ტორპედოს ვგულშემატკივრობ. გილოცავთ ქუთაისლებო
ზუგდიდი
06 მარტი 2019 10:07
4
მეეეც. ზუგდიდის, თბილისის, საჩხერის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, და მესტიის მერე ქუთაისს ვქომაგობ.
martlaaa
06 მარტი 2019 13:37
7
ლანჩხუთელს-აბსოლიტურად გეთანხმები მეგობარო.არ ყოფილა ტელევიზიით ეს მატჩი და იყო მხოლოდ ფედერაციის საიტზე და o-2 რომაა იქ,ის კი ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი რომ უყუროს.ხომ ითქვა რომ ტურის ცენტრალურ მატჩს 1 არხი გადასცემს ყოველ ტურშიო?ჰო და სადაა მერე?ამაზე მეტი საინტერესო რომელი მატჩი გინდათ?ჯერ ერთი რა ლამაზი ატმოსფერო იყო.ბავრი გვინახავს ასეთი ატმოსფერო ჩვენს ჩემპიონატში?ისიც მართალი მოსაზრებაა რომ ეროვნულ ჩემპიონატს სულს და ხიბლს დასავლეთი სძენს.(გორელებთან ბოდიშს ვიხდი)ჩემპიონის მატჩს რომ 100 კაცი დაესწრება რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ.
გულშემატკივარი
06 მარტი 2019 09:55
1
გასაძლიერებელია ბათუმის "დინამო", დაცვის ხაზში მაინც.
მერაბი
06 მარტი 2019 09:08
0
ქუთაისის ტორპედოს ყველა გუნდი მირჩევნია! უზრდელი გულშემატკივრების გამო.
--
06 მარტი 2019 08:11
20
არა ცარიელი ტრიბუნებზე ჯობია გულშემატკივრობა
ბაკური
06 მარტი 2019 15:12
0
ამ თამაშის რეპორტაჟი ტელევიზიით იყო
levani
06 მარტი 2019 02:40
0
ის რაც ტორპედოს გულშემატკივარმა გააკეთეს უბრალოდ სირცხვილი და უნამუსობაა რატო უნდა გავიქნიო აალებული ფეიერვერკი გულშემატკივრებში სადაც ხნიერ მამაკაცების ერთად პატარა ბავშვები იყვნენ,როდაისაჯონ ტორპედოს ფანები შემდგომში აღარ გააკეთებენ ასე. ჩამოხვედი საქომაგოდ უქომაგე და შენ საყვარელ გუნდს დატკბი შეირგე ყურება შენც და შეარგე სხვასაც !!!
FBC XASHURI
06 მარტი 2019 00:56
5
მართალი ხარ, მე ვიყავი ჩემი პატარა ბავშვებით ტორპედოს ქომაგებს შორის...კარგია, რომ თავიანთ კლუბს ამხნევებენ, მაგრამ ქომაგობა მარაზმში არ უნდა გადაგეზარდოს...ორჯერ ანთებული მაშხალა და ასაფეთქებელი ფეხქვეშ შემოგვიგდეს, მაიძულეს იქაურობას გავცლოდი...
გოჩა
06 მარტი 2019 10:28
1
ეს ფაცაცია საიდან მოიყვანეთ ორი თამაშია გოლებს ჩუქნის მეტოქეს
ბათუმელი
06 მარტი 2019 00:34
1
ყოჩაღ ბათუმი და ბათუმელები, თქვენ გააცოცხლეთ ქართული ფეხბურთი! შედეგი მოვა
თბილისელი
05 მარტი 2019 23:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული