ბათუმის "დინამოს" გამოცდილი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი "ზესტაფონს", "საბურთალოსა", "ლოკომოტივსა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, იქამდე ბათუმელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობდა, რომელიც თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ირაკლი
კარგი გადაწყვეტილებაა! წარმატებები! ამ მწვრთნელს ეკუთვნის ორი ბრწყინვალე სენსაციური გამარჯვება ქართულ საკლუბო ფეხბურთში! რუმინული კრაიოვას გამოთიშვა ევროტურნირებიდან როცა თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა და ასევე დინამო მოსკოვიც ზედ მიაყოლა! იმედია როგორც მაშინ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს შეუბერავს დინამო ბათუმშიც!. დაე ისტორიული გადაწყვეტილება ყოფილიყოს ამ კარგი მწვრთნელის დანიშვნა და ევრო ტურნირებზე გასვლა გვეზეიმოს!
ast
ასლან ბალაძე
იღბლიანი
ასე რომ ქილიკობთ ვითომ ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მცოდნეები, არ გრცხვენიათ? როგორ არაფერი არ მოგწონთ ყველაფერზე რომ უარყოფითად მსჯელობთ და ფიქრობთ?! ამას არ ჯობია იმაზე ვიკამათოდ ვის მოიყვანენ ახალ ფეხბურთელებს, რა გეგმები აქვს გუნდს და ახალ მწრვთნელს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს უმრავლესობა, იმიტომ რომ ჩვენი 10 გუნდიანი ჩემპიონატიდან 11 ფეხბურთელს ვერ ჩამოთვლი პოზიციების მიხედვით. კი, არიან ფეხბურთელები ვინც უკვე წრეზე დადიან და ვეღარ ვითარდებიან, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელია ჩვენს ჩემპიონატში და თუნდაც ლიგა2-ში. მინდვრის საფარი თუ კარგია, აბა დააკვირდით უმრავლესობა თამაშების რა კარგი საყურებელია. ასე რომ მოვრჩეთ (ჩემ თავსაც ვგულისხმობ) სხვაზე ქილიკით საუბარს, ვიმსჯელოთ ჯანსაღად და ნახავთ პირველ რიგში ჩვენ როგორ დავმშვიდდებით და მერე უფრო საღად გავაკრიტიკებთ თუ შევაქებთ ფეხბურთელებს და გუნდის სტაფს. მე ვიტ-ჯორჯიას გულშემატკივარი ვარ და იმედია მალე დაბრუნდება ეროვნულ ლიგაში.
გია_544
გორის დილას ახალ მწვრთნელს ვერ მოურიგდით?) პოგბაა თავისუფალი და სამოყვარულო გუნდში აპირებს თამაშს - მიხედეთ მაგ ბაღანას, თორემ "დილა" დაითრევს )
ბექა ნოზაძე
საუკეთესო მწვრთელი ჩემი აზრით.კველგან სადაც იმუშავა ყველა გუნდი ჩემპიონი გახადა.წარმატებები
ბათუმელი
მიდი აბა ჭია შენ იცი გადახედე გორის დილას შემადგენლობას, ესენი სხვა გუნდის ფეხბურთელებს მაინც ვერ მოგიყვანენ არ შეუძლიათ. ან თუ მოგიყვანენ ტამბედუებს და ეგეთ ფეხბურთელებს.
შულაია
ძაან მაგარიააა!! დღეს ორი ეპოქალური ამბავი გავიგე- მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნა და ჭიასთვის ბათუმის დინამოს ჩაბარება... მალადციიიი..პირდაპირ საკვირველია,როგორ გადაიბირეს ეს ბუმბერაზი მწრთნელიი...
თამადა
იმედია გულშემატკივრებს ტრიბუნებზე დააბრუნებთ წარმატებები
დიმა
წარმატებები
გიგო პაპა
არ დაიღალეთ ამ კარუსელზე ტრიალით? ან სომეხი ჩამოიყვანეთ, ან ჩუქჩა, ანდაც ვინმე ზანგი. ვიხალისებთ მაინც.)))))))))
მერაბი ბებია
კარგი მწვრთნელია ბატონი გიორგი მეგობრებო ვუსურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას
ბექა ნოზაძე
საოკეთესო
ჯეჯე
ბათუმლებს ვულოცავ წინასწარ!ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაგიყვანთ კაკ მინიმუმ!
Star lord
ცოტა ხანში: ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე…..
dato
კარგი მწვრთნელია გიორგი, გეგუჩაძის მერე ალბათ საუკეთესო საქართველოში.
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ვინ უთავკაცებს თბილისის "დინამოს"? - ჭიაბრიშვილი წავიდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს