"ტორპედოდან" კახა ჩხეტიანიც მიდის? - რა ხდება ქუთაისურ კლუბში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ვიტ ჯორჯიასთან" წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს. უცნაური ის იყო, რომ მეორე ტაიმში ჩხეტიანი სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა, რაც მას არ ახასიათებს.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ მიიღო, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: "მიხედეთ "ტორპედოს".

გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ჩხეტიანი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ "ტორპედოში" ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ამის თაობაზე კი კლუბში უახლოეს დღეებში შეკრება გაიმართება და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ერთ-ერთმა ტორპედოელმა კი ლელოსთან
განაცხადა, რომ თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა და თუ გათავისუფლების ფურცელს არ მიიღებენ, ამას იურიდიული ხერხებით შეეცდებიან.

საინტერესოა, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ქუთაისელი ფეხბურთელები საკუთარი ავტომობილებით ჩამოვიდნენ, ჩხეტიანმა კი სტადიონი საკუთარი მარჯვენასაჭიანი "ნისან მარჩით" დატოვა.

წყარო: lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
am dros ras aketebs fegburtis federacia da mtavroba karze mogvadga evropa liga eg tqveni sircxvili iqneba
giorgi
03 ივნისი 2019 12:36
18
ზალიან ცუდი ამბავია,ეს ქართულ ფეხბურთს მაგარს დააზარალებს,არაფერი რო ვთქვათ უკვე კარს მომდგარ ეურო ტურნირებზე...
Aba heee
03 ივნისი 2019 12:34
0
ცხვირით მიწა უნდა ათხრევინო ჩაჩავასნაირ თაღლითებს!
qomagi
03 ივნისი 2019 11:58
0
ეს არის სირცხვილი ქვეყნის.ვიღაც თაღლითმა მილიონები შეჭამა.ისტორიული და ქართული ფეხბურთის მეორე სიმბოლო ასეთ დღეშია და სახელმწიფო დუმს.ფედერაცია და მერიაც. კერძო გუნდიაო. ეს არგუმენტი აქვთ. ჯერ ერთი მერიამ არ უნდა დაიკიდოს ქუთაისის სიმბოლო.მერე ამ კერძო კლუბებშიც სახელმწიფო ფული იხარჯება.ფედერაციას სირაქლებას პოზა უჭირავს.აქეთ დაადანაშაულა მწვრთნელ-ფეხბურთელები კობიაშვილმა.
გოგი
03 ივნისი 2019 11:45
4
ჩაჩავას ამბავი ძალიან გავს სამტრედიელი პაატა შალამბერიძის ამბავს:იმანაც მასე ქნა სამტრედიაში შეჭამა გუნდის ფულები (თანამზრახველებთან ერთად (სამტრედიელმა გულშემატკივრებმა იციან ვისზე ვსაუბრობ) ვაუ), ნუ იმას კაზონოში და ტოტალიზატორში არ წაუგია (სამტრედიელებისთვის მის ,,საყვარელ" ცოლშვილს მიუტანა), გააგდო გუნდი უმაღლესი ლიგიდან და და იცით დღეს სად ბრძანდება ბატონი შალამბერიძე? ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა ლიცენზირების სამსაურის უფროსის მოადგილეა!. ასე, რომ ნუ გაგიკვირდებათ ძვირფასო ქუთათურებო თუ ერთ მშვენიერ დღეს კლუბში მიღწეული ,,ბრწყინვალე" შედეგის წყალობით ისიც ფედერაციაში თუ მოხვდება მაღალ თანამდებობაზე. ისე რამდენიმე დამათხვევაა: შარშან სამტრედია ვერ ატარებდა საკუთარ ქალაქში საშინაო თამაშებს და როგორც დაამთავრა ვნახეთ, წელს იგივე ჭირს ტორპედოს. ბოლოს მინდა ჟურნალისტებს მოგიწოდოთ, რომ კითხოთ ფეხბურთის ფედერაციას რა დამსახურებისთვის დაასაქმეს ფედერაციაში ესოდენ მაღალ პისტზე შალამბერიძე და აპირებს თუ არა ჩაჩავას დასაქმებას რაიმე საპასუხისმგებლო პოსტზე იგივე ფედერაციაში? , ბოლოს მინდა ხმამაღლა ვთქვა: ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.
:
samtrzia
03 ივნისი 2019 23:43
0
ანდრია-ს. ვერ გავიგე, ფედერაცია ხარჯავს სახელმწიფოს ფულს ანუ ჩვენს ფულს და თან საკმაოდ სოლიდურს, ამიტომ ამაზე წინასწარ უნდა ეფიქრა და თითოეული თეთრის მიზანმიმართულობის გაკონტროლების ბერკეტი ვიდრე გასცემდა შემუშავებული უნდა ჰქონოდა, აქედან დასკვნაა, რომ ან ფედერაციის მაღალჩინოსნები შეკრულები არიან თაღლით ვითომ ბიზნესმენებთან ან ძალიან უნიჭო მართველები არიან, ამიტომ მე გოგი-ს კომენტარს ფედერაციის პოზაზე ვერ დავეთანხმები და მას აქლემს მოვაცილებ
llcl
03 ივნისი 2019 13:25
0
ყველა გამოხმაურება
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი უნდა გამოათრიო, ნეხვიან კასრში კისრამდე ჩასვა და ატარო მთელ ქუთაისში ისე რომ ყოველ სამ წუთში თავი შიგ აყოფინო.
ირაკლი
03 ივნისი 2019 11:36
1
Bravo hahava!!!
Gigo
03 ივნისი 2019 11:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული