ეროვნული ლიგა. XVII ტური: "ვიტ ჯორჯია" გარდაისახა და "ტორპედოს" დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ტორპედოს" 3:0 მოუგო.

პირველი ტაიმი ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თითქოს გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მოსიაშვილმა კომპენსირებულ დროში შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

აღსანიშნავია, რომ წინა 5 ტურში "ვეტერინარებს" გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 ცოტნე მოსიაშვილი (45+1), 2:0 ირაკლი ზარიძე (78),
3:0 ზურაბ მუსელიანი (82)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ალიკო ჩაკვეტაძე, დავით საჯაია, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ცოტნე მოსიაშვილი (ვანო კურდღელაშვილი 87), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი (ზურაბ ღირდალაძე 89), დავით მუჯირი (ირაკლი ზარიძე 75)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, დავით ხურცილავა (ვაჟა ტაბატაძე 71), ოლეკსანდრ აზაცკი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე (თენგიზ წიქარიძე 46), მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა, გრიგოლ დოლიძე (თამაზ შარვაშიძე 74), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაზე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩხეტიანი: "მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც ასეთი დაპირისპირების მოგებას სჭირდება" ეს საბურთალოსთან თამაშის შემდეგ თქვა და ახლაც ასეა. ბოლო ხუთი თამაშია გუნდი გამოდის მინდორზე რომ დისკვალიფიკაცია არ მიიღოს. ფედერაციამ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ეს არავის არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ სანამ გუნდებს სპონსორებისა და ინვესტორების პრობლემები არ გადაწყდება საქართველოში ფეხბურთის განვითარების არანაირი შანსი არ იარსებებს. ამ ჩინურ კედელს მარტო ფედერაცია ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ გადალახავს. ჰო და რა საჭიროა თამაშის ჩაწყობა დავდოთ წაქცეული გუნდის წაგებაზე, ვთქვათ რომ მოხდა სენსაცია და ვაკეთოთ ფული.
kaxa
10:26 02-06-2019
0
კარგით რა,რა გარდაისახა!თუ გარდასახვაა,ტორპედოა გარდასახული და მიზეზიც ჩემზე კარგად იცით.
სოსო
08:42 02-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული